Skip links
ვიდეო რეკლამა

McDonald's Motion series

Publicis Dubai-სთან პარტნიორობით შევქმენით ოთხი სარეკლამო ვიდეო არაბული McDonald’s-ისთვის. ვიდეოებში Mcdonald’s-ის აპისა და კონცეპფიის “Tap, tap, go’’ კონცეფციაა ნაჩვენები. თამამი ტიპოგრაფიითა და Fabrizio Martini-ს მიერ შექმნილი მუსიკით გაძლიერებული „ტაპის“ მოქმედება მაყურებელი შეჰყავს დინამიკურ, ოდნავ სიურრეალისტურ სამყაროში, სადაც არასტანდარტული გადასვლები და ფერადი ვიზუალი ქმნის ძლიერ ემოციას. კლასიკურ წითელ-ყვითელ პალიტრას დავამატეთ მწვანე, იისფერი და ნარინჯისფერი, რათა თითოეულ ვიდეოს ჰქონოდა გამორჩეული, მაგრამ ბრენდთან თანხვედრილი იერსახე. ანიმაცია აერთიანებს გეომეტრიულ ტიპოგრაფიასა და CEL ტექნიკით შესრულებულ სცენებს; პროექტი შესრულდა სხვადასხვა ფორმატში (16:9, 1:1, 9:16) და სრულად ლოკალიზდა ინგლისურად და არაბულად, მათ შორის 6-წამიანი ვერსიებით — „Tap, tap, done.“

იხილეთ სრული ვიდეო

მსგავსი პროექტები